სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1915.JPG

ვარძიაში 16 000 ლარით ორი მცირე პროექტი განხორციელდება

სოფელ ვარძიას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 16 000 ლარი აქვს განსაკარგი.
სოფლის საერთო კრება, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, უძღვებოდა, ვარძიაში, 18 თებერვალს ჩატარდა.
მოსახლეობამ წინასწარ შემუშავებული იდეების შესახებ იმსჯელა და პრიორიტეტები განსაზღვრა.
16 000 ლარით ვარძიის მოსახლეობა საჯარო სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის დამატებითი წყლის დებეტის მოსაძიებლად ჭაბურღილს მოაწყობს. ამავე თანხაში ადგილობრივები, სოფლის ცენტრალურ გზაზე, გარე განათების სისტემის მოწყობას გეგმავენ. 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს. 
აღნიშნული პროექტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 890 000 ლარი გამოეყო. 
სოფლის კრებები 25 თებერვალს სრულდება. მცირე პროექტების განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება. 
ნანახია: 4948 - ჯერ