სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

3 თებერვალს საკრებულო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის 3 თებერვალს მორიგ სხდომას გამართავს.

სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. საკითხს კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი წარადგენს. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2017 წლის, 21 ნოემბრის, #50/76 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც ასევე, ოთარ ლურსმანაშვილი წარადგენს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში   დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რიცხოვნობის შეზღუდვიდან  გამონაკლისის დაშვებაზე  თანხმობის მიცემის შესახებ; საკითხს მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი წარადგენს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რიცხოვნობის შეზღუდვიდან  გამონაკლისის დაშვების შესახებ; საკითხის მომხსენებელი გახლავთ, ოთარ ლურსმანაშვილი. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2019 წლის, 17 ოქტომბერს, შექმნილი „დროებითი სამუშაო ჯგუფისთვის“ ერთი თვით ვადის გაგრძელების შესახებ საკითხი, რომელსაც საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე წარადგენს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის, 19 დეკემბრის, N27 დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის, 14 ივლისის, N19 დადგენილებაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე, საკითხს დეპუტატებს კახაბერ გოლუბიანი გააცნობს. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის, 5 იანვრის, #3 დადგენილებაში  „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

საერთო ჯამში 3 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რვა საკითხზე იმსჯელებს. 

           

ნანახია: 5585 - ჯერ