სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0788.JPG

ხარაგაულის 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

2019 წლის 19 დეკემბერს,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.

2020 წლის ბიუჯეტი  შემოსულობების ნაწილში 8 260 ,5  ათასი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით  534,7  ათასი ლარით მეტია, ხოლო გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი განისაზღვრა  8 402,0 ათასი ლარითგაიზარდა, რაც  2019 წლის დამტკიცებულ გადასახდელებთან შედარებით 676,2 ათასი ლარით მეტია.

2020 წლის  ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოყენებულია მომავალი 2020  წლის ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი 141,5 ათასი ლარი.

2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დაფინანსება  72,0 ათასი ლარით და განისაზღვრა  964.0 ათასი ლარით;

 მოიმატა ბაღების გაერთიანების დაფინანსებამ 230,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 1 390,0 ათასი ლარით.

გაიზარდა ასევე ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის   დაფინანსების ხარჯები  196,8  ათასი ლარით და ჯამში განისაზღვრა 1 942,3 ათასი ლარი. აქედან, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები შეადგენს 687,3  ათასი ლარს.

ასევე გაზრდილია განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  დაფინანსების ხარჯები.

2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე, 2019 წლის ზაფხულის სტიქიით

დაზარალებული ოჯახების დახმარების ხარჯები;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტულ მიმარულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება და გზა ყველა სოფელს, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა და კულტურის განვითარება.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

2020 წლის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათი

ნანახია: 5066 - ჯერ