სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/76732207_2611990872193520_1194447305713909760_o.jpg

ბიუროს მორიგ სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარმოადგინა.

ბიუროს წევრებმა ასევე, მოისმინეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია.

გარდა აღნიშნული საკითხებისა სხდომაზე განხილული იქნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პრექტების მოწონების შესახებ ინფორმაცია.

სხდომაზე ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ ს თავმჯდომარის მოადგილემ, ქეთევან ზუმბაძემ წარმოადგინა მოხსენება ფრაქციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

განხილულ იქნა საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.17.33.328). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით ღსს„სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ,,აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „ აკკორდ ჯორჯია“-სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.


ბიურომ დაამტკიცა საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომისა და საკრებულოს 2 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი.

ნანახია: 4234 - ჯერ