სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0053.JPG

შემოდგომის პრეზენტაცია ხარაგაულის გიმნაზიაში

ხარაგაულში 28 ოქტომბერს, გიმნაზიელებმა ნამდვილი იმერული შემოდგომის ზეიმი მოაწყვეს.

გიმნაზიის ეზოში, უკვე ტრადიციად ქცეულ საშემოდგომო ღონისძიებაში, ყველა ასაკობრივი ჯგუფის კლასები, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ჩაერთვნენ.

ღია სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ორიგინალურად გაფორმებული იმერული სუფრები და ოქროსფერი შემოდგომისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ინვენტარი.

როცა გიმნაზიელებმა ერთდღიანი შემოდგომა მიინახეს, ეზოში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის თავბრუდამხვევი ემოცია დატრიალდა.

ღონისძიებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ეპარქიის სასულიერო პირებმა ხარაგაულელები დალოცეს და ბარაქიანი, ხვავიანი და მშვიდობიანი შემოდგომა უსურვეს.

ნანახია: 4978 - ჯერ