სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

ხარაგაულის ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

4 ოქტომბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა სოფელ საღანძილეში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის საკითხი განიხილეს. საკითხის შესახებ ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ამხანაგობა „იმერეთი ხურომ,“  მერიის დაკვეთით,  სოფელ საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად საჭირო ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. როგორც ბერაძე ამბობს ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე შეუძლებელია საბავშვო ბაღის აშენება ძველი ორსართულიანი შენობის დემონტაჟის გარეშე, ეს უკანასკნელი კი საღანძილის ადმინისტრაციული  შენობაა. ეკონომიკის სამსახურის უფროსი  განმარტავს, რომ ზემოხსენებული შენობის დემონტაჟის ღირებულება 2700 ლარია.

დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისათვის სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფრუქტი), ათი წლის ვადით, საკონსულტაციო ცენტრის მოსაწყობად დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15 შენობის პირველ სართულზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა ) (ს/კ 36..01.33.046) 15,12 კვ.მ ფართის გადაცემად მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

  მომხს: ჯაბა ბერაძე                                                                                      

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.

 მომხს: კახა გოლუბიანი

წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ   დეპუტატები ამის შესახებ ცნობილი  7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს მორგის სხდომაზე გახდება.  

ნანახია: 5123 - ჯერ