სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0067.JPG

ლეღვნის ცენტრალური გზის აღდგენა მიმდინარეობს

სტქიიით დაზიანებული სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მიმდინარე სამუშაოებზე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს.
კონტრაქტორი კომპანია აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს თვის ბოლოს დაასრულებს.
რაც შეეხება ლეღვნის ცენტრალური გზის მეორე მონაკვეთს, სადაც ასევე, გზის აღდგენისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს, გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მირლანი“. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 393 658 ლარს შეადგენს, შემდეგი კვირიდან დაიწყება.

ნანახია: 5004 - ჯერ