სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0776.JPG

გედსამანიაში სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა

19 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან და ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად მაღალამთიან სოფელ გედსამანიაში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გახსნეს.

 ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. გედსამანიაში მზარდი კონტიგენტის გამო გაჩნდა მოთხოვნა და პირველ ეტაპზე, ალტერნატიული საბავშვო ბაღი - სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა, რომელსაც საჯარო სკოლის შენობაში ერთი ოთახი დაეთმო.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ მოხდა ოთახის გარემონტება და საჭირო ინვენტარის შეტანა.

დღეის მდგომარეობით ჯგუფში 12 აღსაზრდელი ჩაირიცხა.

ბავშვები ალტერნატიულ ბაღში დილის 9 საათიდან 13 საათამდე დარჩებიან და სასკოლო პროგრამისთვის მოემზადებიან.

გედსამანიის სასკოლო მზაობის ჯგუფი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რიგით მესამეა. ასეთივე ჯგუფებია გახსნილი სოფელ მარელისში და დაბის #2 საბავშო ბაღში.

ნანახია: 5267 - ჯერ