სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0669.JPG

ხარაგაულის საბავშვო ბაღებს წელს 135 აღსაზრდელი შეემატა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში, დღეს, 16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი განახლდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა დაბის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
მნიშვნელოვანია, რომ საბაშვო ბაღი ახალ სასწავლო წელს ცენტრალური გათბობის სისტემით შეხვდა. სკოლამდელ დაწესებულებაში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.
როგორც ჯგუფებში, ასევე დერეფნებში დამონტაჟებულია 68 გამათბობელი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 17-ივე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს შეფერხების გარეშე განახლდა. 

უახლოეს დღეებში იგეგმება კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის გახსნა სოფელ სარგვეშში, ხოლო მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რიგით მესამე სკოლამდელი მზაობის ჯგუფი მიმდინარე კვირაში გაიხსნება. 

ნანახია: 5308 - ჯერ