სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0074.JPG

გიორგი გაგოშიძის ინიციატივა მერს - ხარაგაულში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

დღეს ხარაგაულის ბიბლიოთეკაში პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორთან, აკადემიკოს გიორგი გაგოშიძესთან შეხვედრა გაიმართა.

შეკრებილ საზოგადებას, გიორგი გაგოშიძე სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ამ სფეროში ბოლო დროს განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ესაუბრა.

მიმოიხილა ასევე ტყით სარგებლობისა და ხე-ტყის მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები. ისაუბრა მცენარეთა დაცვისა და ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ.

ბატონმა გიორგიმ შეხვედრაზე დააყენა ინიციატივა, რომლის შესახებაც უკვე მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს, კერძოდ, მერიის დახმარებით შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ხარაგაულელი გიორგი გაგოშიძე, სრულიად უსასყიდლოდ, სამ თვეში ერთხელ ჩამოვა ხარაგაულში და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებთან ამ სფეროს განვითარებისთვის კონსულტაციებს გამართავს, სადაც ძალიან სასარგებლო რჩევები იქნება გაცემული.

ნანახია: 5230 - ჯერ