სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0006_2.JPG

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბის #3 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება საკლასო ოთახებს, იცვლება ჭერი და იატაკი, რემონტდება ასევე, სპორტული დარბაზი და დერეფანი.

აღნიშნული სამუშაოებს შპს „ლაკა-2014“ 100 000 ლარად შეასრულებს.

დაბის მესამე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სახელშეკრულებო პირობებით 10 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მიმდინარე წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურისა და სველი წერტილების მოსაწესრიგებლად 410 000 ლარი გამოეყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები დასრულებულია და ხელშეკრულებები გაფორმებულია ასევე, თეთრაწყაროს, საღანძილის, ღორეშის, მოლითის, ნადაბურის,  საჯარო სკოლების შიდა სარემონტო სამუშაოებისა და სველი წერტილების რეაბილიტაციის მიზნით.

ნანახია: 5519 - ჯერ