სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0930.JPG

ხარაგაულში „დღის ბანაკი„ დაიწყო

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 5 დღიანი პროექტი, „დღის ბანაკი“ დაიწყო.

იდეის ავტორი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომელი მარინა ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელება წლებია უნდოდა, თუმცა ვერ ახერხებდა.

პროექტში, ამ დროისთვის 32 ახალგაზრდაა ჩართული, ბანაკში არიან როგორც ადგილობრივები, ასევე დამსვენებლები.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მაია ბლუაშვილის ინფორმაციით, ბანაკი ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი პროგრამებითაა დატვირთული. ბავშვები ყოველი დღის გეგმას დილით თავად ადგენენ და აქტივობებს სურვილის მიხედვით არჩევენ. ახალგაზრდების სახლში მათ ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ და მთელი დღის განმავლობაში ჩაი-ყავა, ტკბილეულით, შუა დღით კი, სადილით უმასპინძლდებიან. ბანაკის მონაწილეები სამ ჯგუფად არიან დაყოფილები. არის შეჯიბრებები, რომელსაც სპეციალური ჟიური აფასებს. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში რამდენიმე სივრცე და ერთი საკონცერტო დარბაზია. ასე, რომ დილის 9 საათიდან, საღამოს 17 საათამდე ბანაკის მონაწილეებს ნამდვილად აქვთ შესანიშნავი გარემო იმისთვის, რათა ზაფხულის არდადეგები, შინაარსიანად, საიმედო გარემოში გაატარონ.  

დღის ბანაკს, ხვალიდან, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა შეუერთდება. მონაწილეებს დღის განმავლობაში გარეთ გასვლა ეკრძალებათ, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავენ დრო ისე გადის ამის არც სურვილი გასჩენიათ და არც საჭიროება დამდგარა.

დღის ბანაკს ერთი მენეჯერი ყავს - თათია ჭიპაშვილი, რომელიც ახალგაზრდებს აქტივობების ორგანიზებაში და დღის დაგეგმვაში ეხმარება.

პროექტი, პარასკევს, 26 ივლისს, ღია ცის ქვეშ, საზეიმოდ დაიხურება.  

ნანახია: 4822 - ჯერ