სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9579.JPG

ხარაგაულში სამაგიდო თამაშების კვირეული ჩატარდა

ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, კინოთეატრი ფოიეში, მოყვარულთათვის სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი ჩატარდა.

თამაშები ნარდის მოყვარულებით დაიწყო და ჩემპიონატში 22-მა მსურველმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილის მფლობელი მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი დავით ჩადუნელი გახდა, ხოლო მეორე ადგილი საკრებულოს დეპუტატმა დავით კიკნაძემ მოიპოვა.

ასევე 22-მა მოხალისემ (11-მა წყვილმა) გამოთქვა სურვილი დომინოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. თამაშის გამარჯვებული გახდნენ მამა-შვილი თენგიზ და ირაკლი კიკნაძეები, მეორე ადგილ კი, პაატა ვეფხვაძისა და ალეკო ტაპატაძის წყვილმა დაიკავა.

სამაგიდო თამაშების კვირეული ჭადრაკის ჩემპიონატით დასრულდა, რომელში მონაწილეობის  სურვილი 6 -მა მონაწილემ გამოთქვა. ამ უკანასკნელში კი, პირველი ადგილი გიორგი ღონღაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე დომინოს გამარჯვებული ირაკლი კიკნაძე გავიდა.

გამარჯვებულები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ნანახია: 4639 - ჯერ