სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0879.JPG

ხევი-უბისას ავტობანზე ადგილობრივები დასაქმდებიან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებელი კოპანიის “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ხევი-უბისას პროექტსა და სურვილის შემთვევაში მშენებელი კომპანიის მხრიდან, მშენებლობის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ ვაკანტურ მიმართულებებს გაცნობოდა. აღნიშნული მიმართულებებია: მიწაზე მომუშავე პერსონალი, ოპერატორები, ლითონზე მომუშავე პერსონალი, ბეტონზე და ხის მასალაზე მომუშავე პერსონალი, შემდუღებლები, ელექტრიკოსები, გეოდეზისტები, არმატურის მქსოველები, მექანიკოსები, დამხმარე მუშები და ბეტონის ქარხნის ოპერატორი.

კომპანია აღნიშნულ მონაკვეთზე 1 000-ზე მეტი მუშა-ხელი სჭირდება.

დასაქმების მსურველებმა შეგიძლიათ მიმართოთ სოფელ ბორითში მდებარე კომპანიის მთავარ ოფისს, ან დარეკოთ საკონტაქტო პირთან - 593 31 76 18 გიზო კიკვაძე.

ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

ნანახია: 4266 - ჯერ