სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/cxghnm%20cvb.jpg

დუეტი "ელეგია" ხარაგაულში

28 ივნისს ხარაგაულში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, იზა ვეფხვაძის მოწვევითა და ორგანიზებით, დუეტ „ელეგიას“ შემოქმედებითი საღამო - „ჩემთვის ეს სიყვარულია“ გაიმართა. დუეტის წევრები კომპოზიტორი და მომღერალი, ალექსანდრე პელაგი და მომღერალი, ლუიზა მანაშეროვი გახლავთ, რომლებიც თბილისში გაიზარდნენ და ამჟამად ისრაელში მოღვაწეობენ. ღონისძიებაზე მომღერლებმა საქართველოსთვის მიძღვნილი სიმღერები შეასრულეს.

კონცერტი ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ გახსნა, რომელმაც ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ებრაელებს ეს სიყვარული განსაკუთრებულად აქვთ შემონახული.

კონცერტზე თამარ ლურსმანაშვილმა ებრაული სიმღერა შეასრულა, რომელიც სტუმრებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა. 

ნანახია: 3976 - ჯერ