სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjcvbn.jpg

„საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ საბა ებანოიძე გახდა

2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულელი საბა ებანოიძე გახდა.  ხარაგაულის  წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლემ 56 წამში 90 ქულა დააგროვა.

საბა ებანოიძეს განათლების სამინისტრომ  1000 ლარი, კომპანია „არემჯი გოლდმა“ კი 2500 ლარი გადასცა.

კონკურსზე II ადგილი  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სიხარულიძემ, ხოლო III ადგილი თბილისის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტყეშელაძემ მოიპოვა.

ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა.

 

 

 

ნანახია: 4770 - ჯერ