1 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკრებულოს წევრები შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის არქირექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხს: ირინე ჩხეიძე
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ;
მომხს: ნანა კიკნაძე
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მერისათვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი
- ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, არსებობის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხს: ჯაბა ბერაძე
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს:ჯაბა ბერაძე
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს: ჯაბა ბერაძე
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: კახაბერ გოლუბიანი