ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ საღანძილეში, სოფლის ცენტრალურ გზაზე  რეაბილიტაციის მიზნით დაწყებული სამუშაოები დაათვალიერა. 
საღანძილეში ბეტონის საფარი 1 200 მეტრზე დაიგება და სოფლის სასაფლაომდე მივა. 
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 180 305 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.