სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghjcghjnm.jpg

ისტორიულ მუზეუმში ბარელიეფების გამოფენა მოეწყო

28 მაისს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი შემოქმედის გია მეიფარიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

მუზეუმის დარბაზში პირველად გაიხსნა ქალაქებისა და შენობების ხედებით გამოსახული, რამდენიმე ბარელიეფის გამოფენა, რომელიც ხარაგაულელ დამთვალიერებელს სოფელ ისლარის მკვიდრმა, გია მეიფარიანმა წარუდგინა.

 გია მეიფარიანი ბავშობიდან ხატავდა, ძირითადად პორტრეტებს. თვითნასწავლ შემოქმედს რუსეთში  აქვს დამთავრებული სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი. იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ, არქიტექტურის, დიზაინისა და დეკორატორის სპეციალობებით წლების განმავლობაში მუშაობდა.

გია მეიფარიანი, ხუთი წელია, რაც ბარელიეფის დარგით დაინტერესდა. ამ დროისთვის მოყვარულ ხელოვანს მოხატული აქვს ხარაგაულში მდებარე შენობის ერთ-ერთი კედელი. 
გამოფენაზე, ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ მოკლედ მიმოიხილა გია მეიფარიანის ცხოვრების განვლილი გზა და მის ნიჭიერებას გაუსვა ხაზი. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ისტორიულ მუზეუმში, გია მეიფარიანის ბარელიეფების პერსონალურ გამოფენაზე განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინება თანხას, რათა ხარაგაულის ხედების და იერსახის გალამაზების მიზნით, შენობებზე ბარელიეფების გამოსახულებები გაკეთდეს.

როგორც თავად გია მეიფარიანმა განაცხადა იგი საბოლოოდ დაბრუნდა სოფელში და ფიქრობს, მთელი თავისი შესაძლებლობები ხარაგაულს მოახმაროს. 

ნანახია: 6706 - ჯერ