სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcncvbnv.jpg

ისლარში 2 კმ-მდე გზა მობეტონდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ისლარში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

სოფელში, ჯამში, 2 კმ-მდე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ჩატარდა.
ბეტონის საფარი მოეწყო, როგორც ცენტრალურ ასევე საუბნო გზებზე, მოწესრიგდა სასაფლაომდე და სალოცავამდე მისასვლელი ამორტიზებული მონაკვეთები. 

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 250 000 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება კი თანხის 5%-ს შეადგენს.

 

 

 

ნანახია: 4247 - ჯერ