სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghnjcvbn.JPG

დაფინანსდა ზარანის, ზედუბნისა და ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17  მაისის N 1125 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით 467 658  ლარი გამოეყო.

აღნიშნული თანხით ხარაგაულის სამი სოფლის ზარანის, ზედუბნისა და ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება.

ზარანში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 1 328 მეტრიან (196 878 ლარი), ზედუბანში 2 000 მეტრამდე (241 962 ლარი), ხოლო ღუდუმექეთში 1 000 მეტრამდე (168 170 ლარი) მონაკვეთს.

საერთო ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულს   4 667 658  ლარი გამოეყო.  ამ თანხით 2019 წელს 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

 

 

ნანახია: 4700 - ჯერ