სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkfchmv.jpg

ხარაგაულს თანამედროვე მწერლები ესტუმრნენ

მანანა ჩიტიშვილი (პოეტი), გიორგი ლობჟანიძე (პოეტი, მთარგმნელი), ბექა ქურხული (პროზაიკოსი), გიორგი არაბული (პოეტი), ბესო ხვედელიძე (პროზაიკოსი) და ვასო გულეური (საბავშვო პოეტი, მთარგმნელი) - ხარაგაულელ მკითხველს თანამედროვე მწერლების ჯგუფი ესტუმრა.

მწერლებთან შეხვედრა, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დღეს, კინოთეატრში  პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს, მეხუთე წელია, ა(ა)იპ კავშირი „პოეზიის მეგობართა კლუბი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

შეხვედრაზე მწერალმა, ნინია სადღობელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის მონაწილე პროზაიკოსები და პოეტები გააცნო, რომელთაც თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები და მცირე ნაწარმოებები წაიკითხეს.

ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული  თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, პედაგოგებმა, მერი გიორგიძემ და იზოლდა ოკრიბელაშვილმა მადლობა გადაუხადეს მწერლებს მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის.

ნანახია: 5794 - ჯერ