სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/58576584_333687907335715_7651050355932790784_n.jpg

ხარაგაულელი თამარ ლურსმანაშვილი „მომავლის ვარსკვლავების“ ლაურეატია

20 აპრილს, ქ. თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში  „მომავლის ვარსკვლავების“ გალა კონცერტი გაიმართა.

ხარაგაულელი მომღერალი, თამარ ლურსმანაშვილი ღონისძიებაზე   ინოლა გურგულიას უკვდავი რომანსით -„ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს“ წარსდგა.

ახალგაზრდა შემსრულებელმა, რომელიც კონცერტში ხარაგაულის კულტურის ცენტრის სახელით მონაწილეობდა  ლაურეატის წოდება მოიპოვა. წარმატებული გამოსვლისთვის კი, იგი,  იტალიაში მუსიკალურ ტურნეზე მიიწვიეს, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

იმისთვის, რომ მომავლის ვარსკვლავების დასკვნით ღონისძიებაზე მოხვედრილიყო, მომღერალს არაერთი კონკურსის გავლა მოუწია.  

თამარი წარმატებით გახარებულია და აღნიშნავს, რომ შედეგში დიდი  წვლილი მიუძღვის პედაგოგს - გიორგი ჩოგოვაძესა და კონცერტმეისტერს - დალი მერაბიშვილს.

ნანახია: 5171 - ჯერ