სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/cbncvbnvn.JPG

სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის საპროექტო ნაწილში, შეტანილ ცვლილებებზე პროექტის საჯარო განიხილავა მოეწყო.

პროექტის საჯარო განხილვაზე, შ.პ.ს „გამაკონსტალტინგის“ გარემოს დაცვით პროექტების კოორდინატორმა, ჯუღული ახვლედიანმა მშენებლობის პროექტზე და გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ ისაუბრა.

ჯუღული ახვლედიანის განმარტებით, 2012 წელს დამტკიცებული პროექტი გეოლოგიური კვლევების საფუძველზე გარკვეულწილად შეიცვალა და შეტანილი ცვლილებებთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად, საჭირო გახდა პროექტის საჯარო განხილვა.

როგორც საჯარო განხილვაზე აღინიშნა მცირედით შეიცვალა პროექტის ტექნიკური პარამეტრები, კერძოდ ლიანდაგის ტრასა, (დერეფანი) გვირაბების შესასვლელი პორტალები და დერეფნის კონფიგურაცია.

რაც შეეხება განსახლების საკითხს, რომელთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიკვეთა,  ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

საჯარო განხილვის პროცესში დაისვა კითხვები მშენებლობის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც იწვევს ხმაურს, მტვერს და გეოლოგიურ პრობლემებს.

როგორც  ჯუღული ახვლედიანი განმარტავს, ხმაურთან დაკავშირებით უახლოეს საცხოვრებელ სახლებს ნახავენ  და თუ საჭიროდ ჩათვლიან გამოყენებულ იქნება დამცავი ბარიერები.  „ზესტაფონ- ხარაგაულის მონაკვეთზე გეოლოგიური პრობლემა სერიოზულია ძირულასა და შორაპანში, ასევე არის ქვათა ცვენის საშიშროებაც. საზოგადოების მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს  წყლებს, თუ როგორ მართავს მშენებელი კომპანია. წყლის დაბინძურების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ეცნობოს გარემოს დაცვის სამინისტროს. სერიოზული პრობლემაა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. მშენებელ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ პროქტის დასრულების შემდეგ პირვანდელი მდგომარეობასთან მიახლოებით დატოვონ სამშენებლო ბანაკები, გზები და სანაყაროების მიმდებარე ტერიტორიები.“

როგორც შ.პ.ს სააქციო საზოგადოება რკინიგზის წარმომადგენელმა, ნინო ჩობანიამ განმარტა  სარკინიგზო მაგისტრალზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. „პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი ხარაგაულის მონაკვეთზე დაგეგმილია ვაკისებისა და სამი ახალი ხიდის მშენებლობა. პროექტი საბოლოოა და  არ შეიცვლება თუ ცვლილება  საავტომობილო გზის მშენებლობამ არ გამოიწვია“. განმარტა ქალბატონმა ნინომ.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლსაც დაბა ხარაგაულისა და სოფელ ჯაფაროულის მოსახლეობა ესწრებოდა.

ნანახია: 3422 - ჯერ