სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjcvbncbv.jpg

ხარაგაულის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდება

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო, ხარაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.
 აღნიშნულის შესახებ იმსჯელეს, 15 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან კლინიკა ევექსის რეგიონალურმა წარმოამადგენელმა, თამარ ჩინჩალაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ. 
თამარ ჩინჩალაძის ინფორმაციით, პირველ რიგში, 26 მარტს, ევექსის კლინიკაში მიიწვევენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებული ოჯახის ექიმებს, სადაც საინფორმციო ხასიათის შეხვედრასთან ერთად ექიმები ევექსის ქსელის სერვისებს გაეცნობიან და უშუალოდ ნახავენ გარემოს, თუ სად უწევთ მათ მიერ გამოგზავნილ პაციენტებს გამოკვლევების ჩატარება. ექიმების ვიზიტთნ დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს დაფარავს ევექსის ქსელი.
რაც შეეხება უფასო სამედიცინო აქციას!
გამოკვლევების ჩატარება იგეგმება ორ ზონაზე. ეს იქნება დაბის(ხარაგაული) ზონა და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე სოფლების ზონა (ბორითი).
პაციენტებს მოემსახურებიან ევექსის კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები და მათ შემდეგი სერვისების მიღების საშუალება ექნებათ:
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, პროგრამის ფარგლებში, პრევენციული გამოკვლევები, საშვილოსნოს, კოლორექტალის, პროსტატის და მკერდის სისმსივნური დაავადებების პრევენციის მიზნით.
ანგიოქირურგია; კარდიოლოგია; ენდოკრინოლოგიური სერვისი;
გინეკოლოგიური სერვისი; ექსკოპია; ზოგადი ქირურგია.
პაციენტებს საშუალება ექნებათ უფასოდ გაიარონ ექიმთან კონსულტაციები.
ასევე, მნიშნელოვანია, რომ რადიოლოგები ადგილზე მოახდენენ დიაგნოსტირებას და დამატებითი კვლევების აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება პაციენტის გადამისამართება, რის შემდეგაც ისინი უკვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიიღებენ საჭირო მომსახურებას. 
როგორც კი ცნობილი გახდება ექიმების ვინაობა და თარიღი, რომელ დღეებში ჩატარდება გამოკვლევები, დაუყოვნებლივ გავავრცელებთ ინფორმაციას! 

ნანახია: 6641 - ჯერ