სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkmhmvb_1.JPG

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ

ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. სასწავლებელში მსურველები მეფუტკრეობას, ხეზე კვეთას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს,  ფეხსაცმლის დიზაინს, თექისა, ჭრა-კერვის, ქსოვისა (მაკრამეს) და  ხალხურ ინსტრუმენტზე დაკვრის სამ თვიან კურსს გაივლიან.

სასწავლებელში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები მიიღებიან, რომლებიც უფასოდ შეისწავლიან მათთვის სასურველ პროფესიას. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ განცხადება და პირადობის მოწმობა სასწავლებლის ადმინისტრაციაში.

სასწავლებელი განთავსებულია სოლომონ მეფის N19 -ში, პოლიციის ყოფილ ძველ შენობაში, რომელსაც ჩაუტარდა შესაბამისი სარემონტო სამუშაოები და ასევე აღიჭურვა საჭირო ავეჯით.

არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ დამფუძნებლისა და პროექტის კოორდინატორის მანანა ტაბაშიძის ინფორმაციით  სასწავლებელში  მსურველთა საბუთების მიღება უკვე მიმდინარეობს და ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ  სწავლება დაიწყება.

პროექტი ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „წიფლარი“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის  საქართველოს ოფისის საგრანტო დაფინანსებით ხორციელდება.

საქართველოში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის დაფინანსებით, სულ თერთმეტი პროფესიული  სასწავლებელია შექმნილი. ხოლო იმერეთის რეგიონში პირველი ხარაგაულია.

ნანახია: 5868 - ჯერ