"სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის პირველობა საჯარო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს: ხარაგაულის სასულიერო გიმნაზის, მესამე საჯარო სკოლის, ბორითის, ზვარის, ვარძიის, ხიდრის, ბორის სკოლა პანსიონის, კიცხის და ლეღვნის საჯარო სკოლის გუნდებმა.
6 მარტს პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ვარძიის საჯარო სკოლამ ბორითის გუნდი ანგარიშით 4:0 დამარცხა, ხოლო მეორე ნახევარფინალი ხიდრისა და N3 საჯარო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც დაბის სკოლის გამარჯვებით 3:1 დამთავრდა.
7 მარტს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის ვარძიისა და N3 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ვარძიის გუნდის სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.
მონაწილე გუნდებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.