სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/bjnk%2Cbnm.jpg

410 000 ლარი საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის

6 მარტს ხარაგაულის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ საჯარო სკოლების დირექტორებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განიხილეს, მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი ესწრებოდა.

ხარაგაულის საჯარო სკოლებს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 410 000 ლარი გამოეყო.  ამასთან ერთად, კიცხში ახალი სკოლა აშენდება, ხოლო წყალაფორეთის, ვერტყვიჭალისა და მარელისის სკოლების რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა თითქმის ყველა სკოლაში არის პრობლემები, თუმცა გამოყოფილი თანხით ყველა პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ 410 000 ლარი იმ სკოლებზე გადანაწილდება, რომელთაც გამოუვალი მდგომარეობა აქვთ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დაბის N3 სკოლაში. მიმდინარეობს სამუშაოები დაფინანსების მოსაპოვებლად, რათა მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის სკოლებზე გადანაწილება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის სკოლები დაფინანსდება, რომელთაც შედარებით რთული მდგომარეობა აქვთ.

ნანახია: 5975 - ჯერ