სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0044.JPG

33 წლის 7 შვილის დედამ ხარაგაულის მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი მიიღო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველაზე ახალგაზრდა მრავალშვილიან დედას, მარინე კვანჭიანს დედის დღე მიულოცეს.

33 წლის მარინე კვანჭიანი მეუღლესთან, მამუკა ლორთქიფანიძესთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში ცხოვრობს. მას 7 შვილი ყავს. უფროსი 13 წლისაა, პატარა დათა კი - ერთი წლის.
დედის დღესთან დაკავშირებით, მამუკა ლორთქიფანიძისა და მარინეს ოჯახმა, ხარაგაულის მერიისგან, როგორც თვითონ ამბობენ, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მიიღეს. მალე ცხრასულიანი ოჯახი ახალ სახლში დაიდებს ბინას. მათ უკვე მიიღეს მერის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი და საკუთარ ეზოში სახლის მშენებლობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

მრავალშვილიანი ოჯახი ამ დრომდე ერთ ოთახში ძალიან ვიწროდ ცხოვრობს.

  „უფროსი ბიჭი ბებიასთან მიდის დასაძინებლად ადგილი რომ არ გვაქვს, ერთ ოთახში ვცხოვრობთ და ეს დიდ პრობლემებს გვიქმნის. როცა დაპირება გაიცა ბატონი მერისგან, ცოტა დაუჯერებელი იყო, მაგრამ იმედი გვქონდა! ახლა ისიც არ ვიცი მადლობა როგორ გადავუხადო მათ“ - აღნიშნავს გმირი დედა. 
ბავშვებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ მათ ყველაზე ძალიან ტელევიზორის შეძენა სურდათ.  მათ ეს ნატვრა მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მაშინვე აუსრულა და ბავშვებს დაპირდა, რომ ტელევიზორს უახლოეს დღეებში გაუგზავნის.  

ნანახია: 5421 - ჯერ