სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0019.JPG

„რა? სად? როდის?  ხარაგაულის სოფლებს შორის  ინტელექტუალური ჩემპიონატი დაიწყო

ხარაგაულის მერიის განათლების,  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის  ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“ დაიწყო.

გაზაფხულის სეზონის პირველ თამაშზე ერთმანეთს მოლითის, კიცხის, ზვარისა და საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები დაუპირისპირდნენ. შეჯიბრის დასასრულს გამოვლინდნენ  მოლითისა და კიცხის გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ფინალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.

მორიგი თამაში მუნიციპალიტეტის ხარაგაულის კინოთეატრში 4 მარტს გაიმართება, სადაც ერთმანეთს დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, ვახანისა და წიფის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები შეხვდებიან.

ნანახია: 5803 - ჯერ