სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fdghsxfvbxc.jpg

მაღალმთიან სოფლებში საერთო კრებები გაიმართა

19 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების გოლათუბნის, წიფის, გუდათუბნის და ფონას მოსახლეობასთან გაიმართა. იქაურმა მაცხოვრებლებმა ძირითად პრიორიტეტებად სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა და საუბნო გზების მოხრეშვა აირჩიეს. 
მაღალმთან სოფლებში საერთო კრებების ჩატარებას ხარაგაულის მერის მოადგლე, არჩილ მაღრაძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი უძღვებოდნენ.
სოფლის საერთო კრებებს ხარაგაულში იმერეთს სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დავით გორდელაძე დაესწრო, რომელმაც შეხვედრაზე მოსული მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ მათ მიერ წამოჭრილი თითოეული საკითხი განხილული იქნება მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, შავლეგო ტაბატაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებთან ერთად იმსჯელებენ მოგვარების გზებზე.

 

 

ნანახია: 6192 - ჯერ