სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjg.jpg

ზაურ ბერაძის მორიგი გამარჯვება ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე

10 თებერვალს, ბულგარულ ბლაგოევგრადში "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა, ოთარ თუშიშვილისა და აკაკი კუნჭულიას ხელმძღვანელობით, 100%-იანი შედეგით 9 ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა.

საერთაშორისო ტურნირის მონაწილე იყო ხარაგაულელი ზაურ ბერაძე, რომელმაც თავისუფალ ჭიდაობაში, 86 კგ. წონით კატეგორიაში,  აშკარა უპირატესობით, რუმინელი მიჰაი 11:0 დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.

ვულოცავთ ზაურს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 8200 - ჯერ