სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dhjkghkjjhlkj.jpg

ბაბში, ქვებში, დეისსა და ჭარტალში საერთო კრებები გაიმართა

ბაბის, ქვების, დეისის და ჭარტალის მოსახლეობამ წინასწარ წარმოდგენილი საპროექტო წიადადებები საერთო კრების ფორმატში განიხლა.

ბაბში რეგისტრირებული მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყდა, რისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება.

სასაფლაოს შემოღობავენ და სასოფლო გზებს შეაკეთებენ ჭარტალშიც, მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით. 

ქვების მოსახლეობამ პრიორიტეტად ცენტრალური გზის გასწვრივ მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის გაკეთება, ასევე სარიტუალო დარბაზისთვის ინვენტარისა და თავშეყრის ადგილის მოსაწყობად მასალის შეძენა დაასახელა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ქვების მაცხოვრებლებმა ერთ იდეაში გააერთიანეს, რისთვისაც 12 000 ლარს დახარჯავენ.

დეისის მოსახლეობამ, სოფლისთვის გამოყოფილი 10 000 ლარით შიდა გზების მოხრეშვა, წყლის სისტემის შეკეთებისთვის, სარიტუალო დარბაზისთვის, წყაროს შეკეთებისთვის, წისქვილის სახურავისა და თავშეყრის ადგილის რეაბილიტაციისთვის მასალების შეძენა გადაწყვიტა.
საერთო კრებებს მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის წარმომადგენელი სპარტაკ ლაცაბიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ტალახაძე დაესწრნენ.

სხდომის ოქმი

ნანახია: 4737 - ჯერ