სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghjfghjnmvcb.jpg

ტრენინგი ეფექტური მუშაობისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის“ წარმომადგენელმა, თამარ ჩიბურდანიძემ ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარა მერიის სამსახურებისა და განყოფილების უფროსებს, ასევე ა(ა)იპ-ის დირექტორებს.

ანგარიშის მომზადება, ეფექტური პრეზენტაცია და პროექტების წერის თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც  ტრენერმა შეხვედრაზე ისაუბრა. 
ტრენინგის დასასრულს თამარ ჩიბურდანიძემ მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა. 

 

 

 

ნანახია: 5408 - ჯერ