სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghbfjrfyjhdfgh.JPG

დღეიდან ხარაგაულში სოფლის კრებები დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების გამართვა დაიწყო.

1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ხარაგაულის ყველა სოფელში გაიმართება კრება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა განსაზღვრავს თუ რა პროექტი განხორციელდება მათ სოფელში გამოყოფილი თანხით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოხდეს პრიორიტეტების შერჩევა.

დღეს სოფლის კრება ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ოთხ სოფელში გაიმართება:

ბაზალეთი - 11:00 საათი;

ქროლი - 13:00 საათი;

ღარიხევი - 15:00 საათი;

წიფი - 17:00;

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა.

სოფლის კრებების განრიგი.

ნანახია: 26200 - ჯერ