სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdfgjngcnb%20cvb.jpg

ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას განაგრძობს

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას განაგრძობს. 

 28 იანვარს, მერი, ერთ წლიანი ანგარიშით, კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთის და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. 

 „ჩემი ვალია, მოსახლეობას გავაცნო, რა გავაკეთეთ ერთი წლის განმავლობაში, როგორ იმუშავა მერიის სამსახურებმა, რა პრობლემები გვაქვს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რა გვაქვს დაგეგმილი მომავალში“- აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ და საუბრის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა იმ მთავარ გზავნილებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც ხარაგაულის განვითარებისთვის მკაფიოდ აქვს განსაზღვრული მერიას. 
2018 წლის ანგარიშის მოხსენებითი ნაწილის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობა, ძირითადად, სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს. 
ხარაგაულის მერის ინფორმაციით, გზების მშენებლობა სოფლებში არის მერიის მთავარი პრიორიტეტი და პროექტი „გზა ყველა სოფელს“ წარმატებით ხორციელდება. 2019 წელს ასევე, პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა სასმელი წყლის პრობელემების მოგვარება სოფლებში, რისთვისაც ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია.

ნანახია: 6065 - ჯერ