სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dfghdxjmghm.JPG

ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ინიციატივით ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში  "ზამთრის თასის" ჩემპიონატი გაიმართა.

დღეს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპორტსკოლის გუნდებს შორის, რომელთა შორის სპორტსკოლის გუნდმა გაიმარჯვა და თასი მოიპოვა.

ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობდნენ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“, ხარაგაულის მერიის, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“, ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ და სატყეო სამსახურის გუნდები.

 

 

 

ნანახია: 5538 - ჯერ