სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/sdfgfdghfxgb.jpg

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამუშაოები 3 თვეში დაიწყება

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, უბისა-შორაპნის ავტობანის, F3 მონაკვეთის მშენებელი კომპანიის China Road and Bridge Corporation -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ  და იმ კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც კომპანიამ მშენებლობის ძირითადი სამუშაოების დაწყების წინ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოს.
პროექტი, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. 
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ავტობანის მესამე ლოტზე სამშენებლო სამუშაოები 3 თვეში დაიწყება.

 

 

 

ნანახია: 5926 - ჯერ