ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლების - ვახანი-ქვების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები სტიქიის ფონდიდან 53 691 ლარით დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინის ახალი კონსტრუქცია, ტროტუარით და მოაჯირებით.
აღნიშნული ხიდი, 2017 წელს ხარაგაულში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა და საფრთხეს უქმნიდა ავტომობილების გადაადგილებას.