სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/49698537_2282305368683290_7188434983189479424_o.jpg

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

5 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, ვიდეო კონფერენცია იმერეთის მუნიციპალიტეტების იმ წარმომადგენლებისთვის გამართა, რომლებმაც პროგრამის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღონ. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მერის მოადგილე, არჩილ მაღრაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა და მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე უნდ დასრულდეს. 
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, რომლის საერთო ბიუჯეტმა 20 მილიონი ლარი შეადგინა.
პროექტების შერჩევა მოსახლეობის გადაწყვეტილებით, იმ საერთო კრებების სხდომებზე მოხდება, რომელიც პროგრამის ფარგლებში, დასახლებებში ჩატარდება. 
დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა -
 სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; 
 ნაპირსამაგრი სამუშაოები; 
 გზების და ხიდების მოწესრიგება; 
 გარე განათების ქსელის მოწყობა;
 სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა. 
საქართველოს მასშტაბით, იმერეთის რეგიონს, გამოყოფილი თანხის 18% ანუ, 3 569 000 ლარი ხვდა წილად, ხოლო იმერეთის მუნინციპალიტეტებს შორის, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი დაფინანსება 430 000 ლარი ხარაგაულმა მიიღო. 
ვიდეო კონფერენციის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია კრებების ჩატარებასთან დაკავშირებით, განემარტათ კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმება და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია. 

 

ნანახია: 6645 - ჯერ