სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0372.JPG

ზღაპრის გმირების შოუ პატარებისთვის

ხარაგაულის მერიის ინიციატივით წინასაახალწლოდ, ხარაგაულელი პატარებისთვის, ღის ცის ქვეშ, საახალწლო ნაძვის ხესთან ზღაპრის გმირების შოუ მოეწყო. 

ქუთაისის საბავშვო თეატრ „მოდუსის“ მსახიობებმა ბავშვებს ნადმვილი საახალწლო დღესასწაული მოუწყვეს. ქართული და უცხოური მულტფილმების გმირები პატარებს ორი საათის განმავლობაში ართობდნენ. იყო სახალისო თამაშები და საინტერესო წარმოდგენები, რომელიც ბოლოს თოვლის ბაბუას სტუმრობით დასრულდა. ბაშვებმა ხარაგაულის ნაძვის ხესთან და თოვლის ბაბუასთან ფოტო სესია მოაწყვეს. 

 

ნანახია: 5859 - ჯერ