სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/48396420_367425150481033_3344762827515625472_o.png

29 დეკემბერს ხარაგაულში თოვლის ბაშო გაიმართება

29 დეკემბერს, ხარაგაული, რიგით მეორე სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატს „თოვლის ბაშოს“ უმასპინძლებს!
ახალგაზრდა ხარაგაულელების ინიციატივით „დევების ბაშოს“ შემდეგ „თოვლის ბაშო“ ღის ცის ქვეშ, მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე, ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე, 13 საათზე დაიწყება.
„თოვლის ბაშოს“ მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.
ბაშოს გენერალური სპონსორია - შპს "ჯეო ჯაპ მოტორსი" - უმაღლესი ხარისხის იაპონური საბურავები.
ოფიციალური მედია პარტნიორია Live.ge
ბაშოს სპონსორია რესტორანი „მარანი“ და სარეაბილიტაციო ცენტრი „მოძრაობა თავისუფლებაშია“ .
„თოვლის ბაშოს“ მებრძოლები, საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტის მიერ დაწესებული თასისთვის იბრძოლებენ.
„თოვლის ბაშოს“ საპრიზო ფონდი
I ადგილი - 1050 ლარი
II ადგილი - 550 ლარი
ნახევარფინალში დამარცხებული - 100 ლარი.
თოვლის ბაშოს საინფორმაციო მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდი kharagaulinews.gov.ge
facebook გვერდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall.
 
ნანახია: 6053 - ჯერ