სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0413.JPG

ხარაგაულში შშმ ბავშვების მონაწილეობით სპექტაკლები გაიმართა

21 დეკემბერს, დღის ცენტრ „ორიონის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა ხარაგაულის კინოთეატრში სპექტაკლები „განსხვავებული“ და „წუნა და წრუწუნა“ ითამაშეს.

წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ხარაგაულელი შშმ ბავშვებისთვის სპექტაკლების ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულისთვის“ მოწვევითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. 
ცენტრის დამფუძნებელმა, ჟანა ფერაძემ დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დღის ცენტრის შექმნისა და განვითარების შესახებ ისაუბრა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძესა და ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულისთვის“ წარმომადგენელს, რუსუდან გურგენიძეს წინასაახალწლოდ შშმ ბავშვების მიმართ გამორჩეული ყურადღებისთვის. 
სპექტაკლის დასასრულს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
სპექტაკლის ჩვენებას ხარაგაულის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვები და მშობლები დაესწრნენ, რომელთა ტრასპორტირების ხარჯები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

ნანახია: 7152 - ჯერ