სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/fcghmjncbv.png

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.

ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით 145 600 ლარი სჭირდება. კერძოდ, საკრებულოს  შრომის ანაზღაურების ხარჯების გასაცემად - 35 600 ლარი, ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ხელფასებისა და სხვა გადაუდებელი ხარჯებისთვის - 80 000 ლარი, სოციალური პროგრამებისათვის - 30 000 ლარი.

სხდომაზე ბიუროს წევრები დაინტერესდნენ ახალი წლისთვის გაიცემა თუ არა   სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარებები. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში გაჭირვებული ოჯახები ცხოვრობენ, რომლებზეც წინასაახალწლოდ მინიმალური თანხით  დახმარებაც კი მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ განმარტა, ახალი წლისთვის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის, ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან - 5 000 ლარი გაიხარჯება.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის აზრით, ერთჯერადი დახმარებებისთვის - 5 ათასი ლარი მცირეა და 10 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს.  ვარლამ ჭიპაშვილის პოზიცია გაიზიარა ბიუროს წევრთა უმრავლესობამ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც საკრებულო 14 დეკემბერს დაამტკიცებს.

 სხდომაზე, ახალი ფრაქციის  „ძალა ერთობაშია“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, საკრებულოს იურდიული, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა.

ფრაქცია შექმნა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, თორნიკე ავალიშვილმა, ქეთევან ზუმბაძე და დავით მაღლაფერიძემ(ევროპული საქართველოს წევრი). ახალი ფრაქციის თავმჯდომარე იქნება თორნიკე ავალიშვილი, ხოლო მოადგილე, ქეთევან ზუმბაძე

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
    მომხს: მანანა ბარბაქაძე
  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში
    მომხს: მანანა ბარბაქაძე
  3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
    მომხს: მანანა ბარბაქაძე

 

ნანახია: 3974 - ჯერ