სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/bkjlhbjk%2Cbnm.jpg

ცხოვრება კიდურების გარეშე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, კიცხის იგორეთში მცხოვრებ გოჩა ბოგვერაძეს ესტუმრა და ა(ა)იპ „სათნობის სახლის“ სახელით საკვები პროდუქტები გადასცა.
გოჩა ბოგვერაძე მარტოხელაა, არ აქვს სოციალური დახმარება და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს. მან მარჯვენა ხელი და ფეხი, 2009 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. 
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, იგი პირადად გაუწევს გოჩას შუამდგომლობას სოციალურ სააგენტოსთან, რათა დროულად დაენიშნოს ფულადი დახმარება და მისი ყოფა შემსუბუქდეს.
ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე ასეთი მარტოხელა, კიდურების გარეშე დარჩენილი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ და შემწეობას არ იღებენ. მერი ყველა ასეთ ადამიანთან პირადად მისვლას გეგმავს, რათა პრობლემები ადგილზე მოისმინოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

 

 

ნანახია: 8340 - ჯერ