სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/fcgkhmbnmvbnm.JPG

ხარაგაულში მხატვართა კონკურსი - შემოდგომის პალიტრა გაიმართა

დღეს კინოთეატრის ფოიეში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსის - „შემოდგომის პალიტრა“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი ა(ა)იპ ,,სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის," მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ახალგაზრდა მოყვარულმა მხატვრებმა ნამუშევრები თავისუფალ თემებზე შეასრულეს. მათ ნამუშევრებს სპეციალურად შერჩეული ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაში ჟუჟუნა კვანტრიშვილი, ზეინაბ ბუაჩიძე და გაიოზ შუბითიძე შედიოდნენ.
ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 14 სკოლიდან 75 ახალგაზრდა იყო ჩართული.
კონკურსის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - ანი კვინიკაძე (დაბის N3 საჯარო სკოლა);
II ადგილი: ნათია ბურჯანაძე (დაბის N3 საჯარო სკოლა), თეონა ჭიპაშვილი და გიორგი გელაშვილი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია);
III ადგილი: ნანა მდინარაძე (კიცხის საჯარო სკოლა), მართა გურგენიძე და მარიამ მდივნიშვილი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია).
დაჯილდოვდნენ ასევე ყველაზე პატარა მონაწილეები:
ილია კაპანაძე (ბაზალეთის საჯარო სკოლა), ელენე ხიჯაკაძე (N3 საჯარო სკოლა), ვაჩე კურტანიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) და თამთა ხუჯაძე.
ჟიურის სიმპათია გახდნენ:
1.ლუკა ყრუაშვილი (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია)
2. ნინო შველიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია)
3. ლიკა იჩქიტიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია)
4. ელენე ბერაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია)
5. ლიზა ლაცაბიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია)
6. ქრისტინე ლაცაბიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია)
7. ლუკა ბერაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია)
8. მარიამ ფცქიალაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია)
9. მარიამ კოჩაძე (მარელისის საჯარო სკოლა)
10. ელენე ბუაჩიძე (N3 საჯარო სკოლა)
11. ქრისტინე ტაბატაძე (საღანძილის საჯარო სკოლა)
12. კესო იჩქიტიძე (N3 საჯარო სკოლა)
13. ლუკა ჯამაგიძე (მოლითის საჯარო სკოლა)
14. ანა მაისურაძე (N3 საჯარო სკოლა)
15. გიორგი კვინიკაძე (N2 საჯარო სკოლა).
კონკურსის გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

 

 

ნანახია: 8011 - ჯერ