სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/picture.jpg

ხარაგაულის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსები ცხადდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსები დასრულდა.

დახურული კონკურსის შედეგად მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში, გიზო მიქიაშვილი, კარიერული წინსვლის პრინციპით, გადავიდა ამავე სამსახურში  ინფრასტრუქურის განვითარების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსს სპეციალისტად ინფრასტრუქტურის საკითხებში.  

ღია კონკურსის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილებაში მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტად ინფრასტრუქტურის საკითხებში, გიორგი სახვაძე დაინიშნა. გიორგი სახვაძე ამ დრომდე, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსხურის მეოთხე რანგის მესამე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად პირველადი აღრიცხვის საკითხებში მუშაობდა.  ღია კონკურსში დარეგისტირებული იყო 8 აპლიკანტი, მათგან გასაუბრებაზე გამოცხადდა მხოლოდ სამი, რომელთაგან საუკეთესო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგად შეირჩა.

გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მერიამ, დღეს, ვაკანტურ თანამდებობეზე კონკურსი ისევ გამოაცხადა.  

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საარქივო საკითხებში - 1 ვაკანსია (ღია კონკურსი);

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენლის ასისტენტი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში - 1 ვაკანსია (ღია კონკურსი);

განაცხადების შევსების ვადა 18 ნოემბერს იწურება.

ნანახია: 6099 - ჯერ