სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0030.JPG

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი „შემოდგომის პალიტრა“, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა.

კონკურსში 10-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და ხატვის დრო  4 საათით განისაზღვრა.  

მოყვარულმა მხატვრებმა კონკურსის დაწყების წინ 3 თემიდან სასურველი აირჩიეს. ნამუშევრები სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ უნდა შეაფასოს. შედეგები ერთი კვირის ვადაში გახდება ცნობილი.  

პროექტის ორგანიზატორია ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი". მხარდამჭერია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. 

ნანახია: 5694 - ჯერ