სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/45121853_1651804944925447_8103860275389661184_o.jpg

ფეხბურთში ვარძიის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. სპორტულ დარბაზში, ამჯერად,  ოლიმპიადის ფარგლებში  ფეხბურთი გაიმართა. მინი ფეხბურთში დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის, ბორითის, კიცხის, ვარძიის, ხიდრის, ბორის, მესამე საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს ვარძიისაა და ბორითის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც საბოლოო გამარჯვება ვარძიის გუნდმა მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდი  იმერეთის რეგიონალურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას.

ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორი  მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია(უფროსი ირინე ჩხეიძე) ხოლო, მხარდამჭერი - ა(ა)იპ "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"(დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი).

ნანახია: 5454 - ჯერ