სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/45040034_2235871123326715_8581841941606432768_o_1.jpg

ვახანის გზაზე მეწყერული მონაკვეთის აღდგენა დაიწყო

სოფელ ვახანის ცენტრალურ გზაზე, დაახლოებით 100 მეტრიან მონაკვეთზე, გასულ წელს, სოფელში ბეტონის საფარის მოწყობის დროს, სამუშაოები არ შესრულებულა. აღნიშნული მონაკვეთი მეწყერულია და წლის, თითქმის სამ სეზონზე იქ ქანების ჩამოშლა ხშირად ხდებოდა. ხარაგაულის მერიის ინფრსტრუქტურის სამსახურის ინიციატივით, ზემოთ ხსენებული მონაკვეთი სტიქიის ფონდით დაფინანსდა და სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ მოეწყობა დამცავი გაბიონი და აღნიშნულ 100 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება.  
ჯამში, ვახანში დამეწყრილი ობიექტის აღდგენა 114 000 ლარით დაფინანსდა.

 
ნანახია: 5440 - ჯერ